კიდევ ერთი პერსონალური ზოგადი “სალაპარაკო” ბლოგი

blog:totocaster

ё → even cross-platform adobe flash can't work in bloody internet explorer 6, "f" word!

BMW ყოველთვის იყო გამორჩეული მაკრკა, გამორჩეული როგორც მძროლისთვის შექმნილი და ძალიან, ძალიან პროპორციანალური და ლამაზი მანქანა რომლის ყიდვისთვის არაა საჭირო ნავთობის კომპანიის ფინანსური მენეჯერობა. 

გერმანიაში ძალიან მძლავრი ავტოინდუსტრიაა და ძალიან რთულია წარმატებული მანქანების შექმნა, ყველა კომპანიას აქვთ თავისი ნიშა და ძლიერი წერტილი, მაგალითად მერსედესებისათვის ეს არის არანორნალური კომფორტი, აუდებითვის არის ელეგენტურობა და სიმძლავრე ერთ ფლაკონში, ფოლქსვაგენებისთვის არის 100 წლიანი გამძლეობა და პრაქტიკულობა, ხოლო BMW-თვის არის ლამის სუპერ-კარის წარმადობა და ბრუტალური და ამავდროულად ლამაზი დიზაინი.

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

Solo Star

მორიგი ჩანაწერი, ოდნავ ექსპერიმენტული და ისეთივე ამბიენტური როგორც უკანასკნელი ჩნაწერები, მგონი ბოლო ამ სერიიდან რადგან მსგავსი ამბინტური მუსიკის წერა ოდნავ მომბეზრდა და მვრძობ რომ ვიციკლები. დღეიდან ოდნავ სხვა სტილის მუსიკა გამოჩნდება ბლოგზე - და ჩემს ტვინშიც იმედია.

ამ ჩანაწერში პირველად გამოვიყენე პიანინო რომელიც შედარებით სხვა შავი ჩანაწერებისგან მომეწონა. დიდი დათვირთვა ამ ინსტრუმენტზე არაა თუმცა რამოდენიმე ადამიანს მაგრად მოეწონა და აღნიშნა რომ მსგავსი უფრო “ლაითი” სინთ-ფადები + მსგავის პიანინოს ამბიენტური პროგრესიები ერთმანეთს კარგად ეხამება.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. You also need to have JavaScript enabled in your browser.

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

“დუბლ 2″, ამჯერად უფრო შემართებით, სტილით და დლაგებული მიდგომით. ისე მოხდა რომ სანდროს ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ ეცალა პოდკასტინიგის ასაგრძელებლად, ეს განპირობებული იყო მის პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებებით, მოკლედ ყველაფერი დალაგდა და ჩვენ დავბრუნდებით.

პოსკასტ დაამშვენებს ახალი დიზაინი, მუსიკალური გაფორმება და სტილი, შინაარსი კი გივე დარჩება, დაახლოებით 1 სათიანი გასართობი, სასაცილო და ტექნოლოგიურ ინფორმაციული, მიმოვიხილავთ თანამედროვე თექნოლოგიურ-კომპიუტერულ სიაახლეებს და მოვლენებს. პოდკასტი დაიყოფა სეზონებად და გამოვა კვირაში ერთხელ სეზონის ფარგლებში. საიტის მისამართი უცვლელია: www.itcrowd.ge

წიგნების კომპიუტერიდან კითხვა არის კოშმარი, მირჩევნია სულ არ წავიკითხო - ასეც ვშვები თუ ძალიან მნიშვნელობანი თემა არაა, ამ შემთხვევაშიც კი პირველ რიგში ჩემს საფულეს ვამოწმებ და მერე amazon.com-ზე გავრბივარ. 

ბოლო დროა ძალიან გამიტაცა ორმა ძალიან საინტერესო თემამ, ტიპოგრაფიამ და თამაშების დეველოპმენტმა. პირველზე ალბათ მოგვიანებით დავწერ ხოლო მეორეს კიდევ მალე უნდა შევუდგე, დრო როცა გამოჩნდება. საქმე იმაშია რომ ტამაშების დეველოპმეტი არის ის ადგილი სადაც შეილება ფანტასტიკურად ტვინის ამუშავება/ვარჯიში და ამავდროულად მაგრი გართობა და შედეგის მიღწევის შემდგომ მეგობრების გართობაც-კი.

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

Domino

ეს ფილმი არავის არ უყვარს, მე ჯერ ვერ ვნახე ადამიანი რომელსაც ეს ფილმი მოეწონბოდა. კი — სცენარი სულელურზე უფრო სულელურია და არც-ისეთი ექშენია როგორც სხვა ტონი სკოტის (Tony Scott) ფილემბი მაგრამ პირადად ჩემთვის ექშენ ფილმი ზუსტად ასეთი უნდა იყოს. ზოგადად ბახა-ბუხი ფილმები არ მიყვარს და ძალიან იშვიათად თუ ვუყურებ, მაგრამ ტონი სკოტის ეს ფილმი ძალიან სხვანაირია, ძალიან.

ასევე აღსანიშნავია რომ ამ ფილმში დიდი (არც პატარა) შინაარსი არ არსებობს, და არც ისეთი შუთერია რო ორი საათით ტვინი გათიშო, თუმცა მაგ შემთხვევაშიც შედეგი იგივე იქნება — გაოგნებული შთაბეჭდილება გადაღებისაგან, არა სპეცეფექტებისგან და კომპიუტერული გრაფიკისგან არამედ უშუალოდ ოპერატორის ნამუშევრისგან.

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

Falling Star

იმავე სერიიდან რაც Black Eyed, მაგრამ სულ სხვა მიზეზით შთაგონბული. ერთი 3 თვის წინ მოვქაჩე ყველას მიერ მაგარი ნაქები EVE Online, რომელიც არის ისეთივე სულელური ქსელური თამაში როგორც სხვა დანარჩენი ქსელური თამაშები მაგრამ პატარა “ქიშმიშით”, ყველასთვის ყელში ამოსული ჯონ რონალ რუელ ტოლკიენის შექმნილი პერსინაჟეის მაგივრად ამბები კოსმოსშია.

თამაში როგორც ავღნიშნე საშინლად სულელურია (ისევე როგორც სხვა ქსელური ტამაშები), მაგრამ რაც ძალიან მომხიბლა და 10 წუთის მაგივრად 2 დღე მათამაშა არის ატმოსფერო და ძალიან კარგი საუნდრეკები რომლებიც შესანიშნავად შეეხამებიან უზარმაზარ კოსმოსის აურას სადაც ყველაფერი დაფრიენვს და ამბიენტურია.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. You also need to have JavaScript enabled in your browser.

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

It’s first English post ever on my blog… and I hope the last one at same time. Reason I do this is because of Russian-Georgian war, which in my opinion is one of the silliest and unfair. I’ll try to be as objective as possible in this post, I know it’s nearly impossible in this situation but I’ll try my best.

So, one of my friends began to write English posts on his quite a popular blog to give on-Georgian speakers clear information about situation in Georgia, reason of that is catastrophic disinformation on Russian television and sadly, on Euro-News too… 

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

ბოლო ერთი კვირაა აქტიურად ვფიქრობ ბლოგის “რე-დიზაინზე”… და კონცეფციაზეც ხოლმე. საქმე იმაშია რომ ძალიან მინდა ამ ბლოგს ქონდეს უფრო უნიკალური სახე. მესმის რომ მთავარი ქონთენთია და ის თუ რას ვწერ მაგრამ ამ ყველაფერს როფესაც ემატება ლამაზი და მოსახერხებელი დიზაინი ყველაფერი უფრო სასიამოვნო შტაბეჭდილებას ტოვებს.

ასევე მინდა მოვიცილო ის სტილი რომელიც ახლა გააჩნია ბლოგს — აბზაცი, შავ-თეთრი ფოტო, აბზაცი, გამყოფი ყველაფერი დანარჩენი. ამ სტილს ბევრჯერ შევუჩერებივარ პოსტის დაწერისგან, რაც ჩემის აზრით რაღაც მხრივ დიდი სისულელეა, არ ღირს სტილის გამო ბლოგს მასალა მოაკლო. თუმცა სტილზე უარის თქმასაც არ ვაპირებ.

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე. ისე მოხდა რომ მუსიკას ვუსმენ დაბადებიდან ხოლო ჩემი ნებით კი კაი 12 წელია ალბათ. იქიდან გამომდინარე რომ მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს სახში სულ კლასიკური და კლასიკური როკი ჟღერდა მეც თავიდანვე შესაბამისად ამავე სტილის მუსიკით დავინტერესდი, ხოლო თინეიჯერობისას ეს ყველაფერში მეტალამდე მივიდა.

მეტალი დღესაც არის იმ რამოდენიმე ჯგუფთა შორის რომელთა მუსიკაც არასოდეს მბეზრდება, უფრო სწორედ მგონია რო მომბეზრდა და მერე 3 თვის მერე ისევ რო მოვუსმენ არადამიანურ სიამოვნებას ვიღებ და ეს ასე გრძელდება უკვე 10 წელზე მეტი. ბუნებრივია ღრმა ბავშვობაში იყო პერიოდი როცა მეტალიკაზე შეჭედილი მქონდა და მათ კონცერტზე მოხვედრაზე მაგრა არაფერი არ მინდოდა, საზამთროც კი :)

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

დრაფტებში მიგდია ერთი დაუმთავრებელი პოსტი რომელსაც ქვია “მუსიკოსები რომ პროგრამისტები ყოვილიყვნენ”. საქმე იმაშია, რომ ერთ არც-თუ ისე მშვენიერ დღეს, არც თუ ისე კარგ ცხოვრების პერიოდში როდესაც 24 საათი ან სამსახურში ან სადმე ბარში თუ კლუბში ვეგდე, შევედი ბარში “თან წაიღე” სადაც ერთი ქარგი ბლუზ ბენდი უკრავდა.

მე ბლუზი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით დაკვრა მაგრამ ცოცხლადაც მოსმენა ძალიან მსიამოვნებს, განსაკუთრებით ორ გიტარაში და ჰარმონიკით. მოკლედ შესრულება იყო შესანიშნავი, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო დეტალებზე აქცენტი, სულ პაწუა დეტალები რომელბიც შესრულებას სულ სხვა დონეზე აყენებს და ძალიან სასიამოვნოს ხდის, აი მაშინ წავრმოვთქვი ის ფრაზა რაც ზემოდ პოსტის სახელად მიწერია.

დაინტერესდი? წაიკითხე ბოლომდე →

რაც მიყვარს

სასარგებლო მაკულატურა